სომეხი სცენარისტი რეჟისორი და პროდიუსერი სტივენ ზაილიანი ნომინირებული იქნა „ოსკარზე“. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ის წარდგენილი იქნა ნომინაციაში “საუკეთესო ადაპტირებული სცენარი”.
2019 წელს ცნობილმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზენმა ზაილიანის სცენარით გადაიღო ფილმი „ირლანდელი“ Netflix-ის დაკვეთით. ფილმი დასახელდა რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის „საუკეთესო ფილმი“. ფილმში მონაწილეობენ ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და სხვები.
ზაილიანი დაიბადა კალიფორნიაში, ფრეზნოში.
1994 წელს მან უკვე დაიმსახურა „ოსკარი“ სცენარისათვის „შინდლერის სია“.