ეკონომიკა

სომხეთის მეზობლები ჩვენს მაჩვენებლებზე ეჭვიანობენ, ეს ნორმალურია. მინისტრი

მეზობლების რეაქციის გაგება შეიძლება: სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან თითოეულს სურს იყოს პირველი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და არა მხოლოდ.

ერევანი, 14 იანვარი – ,,სპუტნიკი“. სომხეთის მეზობლები ეჭვიანობენ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე და ეს ნორმალურია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა, კომენტარი გაუკეთა რა სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას.

მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს უსწრებს მშპ-ის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე (აბსოლუტური თვალსაზრისით აზერბაიჯანის მშპ, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით ლიდერი სომხეთია). სავალუტო საერთაშორისო ფონდის სტატისტიკის თანახმად, ეს მართლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთში ეს მაჩვენებელი 4 212 აშშ დოლარია, აზერბაიჯანში 4 721, საქართველოში კი 4 717 (2018 წლის მაჩვენებლები).

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰრანტ ბაგრატიანმა შეახსენა, რომ 2019 წელს სომხეთში დოლარის მიმართ დრამის გაცვლითი კურსი გაიზარდა. სწორედ ამიტომ იცვლება მშპ-ს სურათი.

”რა თქმა უნდა უნდა ველოდოთ, 2019 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებლებს. აქ არსებობს რამდენიმე სტატისტიკური ნიუანსი, რომელსაც უკეთესად ახსნის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი. რაც შეეხება ჩვენი მეზობლების ემოციურ რესქციას,  გასაგებია. ყველას სურს პირველი იყოს”, – აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი (ეკონომიკური ზრდა სესხებისა და დღგ-ს გარეშე) გაიზარდა 7.5% -ით. წლის ბოლოსთვის ეკონომიკის სამინისტროში ანალოგიურ ზრდას ელოდება.

ნახეთ მეტი
Back to top button