მთავარისაზოგადოება

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება იწყებს საჰაერო კომუნიკაციას ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ წამოიწყო ინიციატივა, გახსნას  საჰაერო  გზა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მოსამაზადებელი სამუშაოები.  ამის შესახებ ტასს-ის კორესპოდენტს  განუცხადა ინდუსტრიისა და ტრანსპორტის მინისტრმა ხაიდარბეკ ბუტოვმა.

მისი სიტყვებით, უფრო ადრე  ავიაკომპანიის ეს ინციატივა განხილა და მოიწონა   ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს აეროპორტების წარმომადგენლებმა, ტუროპერატორებმა და შესაბამისმა სააგენტოებმა.

საჰაერო კომუნიკაცია საშუალებას მისცემს შეამციროს რიგები ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რომელიც ხშირად დახურულია ზამთარში. ამასთან, ფრენის მოთხოვნა იქნება არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button