საზოგადოება
მსოფლიო ბანკის ანგარიშში სომხეთი 190 ქვეყნიდან 69-ე ადგილზეა
ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარების გასაღებია. ამის შესახებაა ლაპარაკი მსოფლიოს ბანკის მოხსენებაში თემაზე „ქალები, ბიზნესი და კანონი“. 2020 წლის მოხსენება წარმოგვიდგენს ქალის ბიზნეს ცხოვრებაში არსებულ ძირითად თავისუფლებებს, რომელიც კლასიფიცირდება 8 კრიტერიუმად. ეს არის: მობილობა, სამუშაო ადგილი, ანაზღაურება, ქორწინება, დედის მოვლა, მეწარმეობა, ქონების მენეჯმენტი და პენსია. ახალი მოხსენების თანახმად, სომხეთი 82.5 ქულით 190 ქვეყნიდან 69-ე ადგილზეა.