პროკურატურამ უარი თქვა სარგსიანის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ დამცველის საჩივრის დაკმაყოფილებაზე

ერევანი, 15 იანვარი, არმენპრესი. პროკურატურამ უარი თქვა სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ დამცველ ამრამ მაქინიანის საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამის შესახებ “არმენპრეს”-ს აცნობეს სომხეთის გენერალური პროკურატურიდან.
ადრე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყადაღა დაადო სერჟ სარგსიანის ქონებას, სავარაუდო დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობით. მისმა ადვოკატმა ამრამ მაქინიანმა გაასაჩივრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაასრულა წინასწარი გამოძიება სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის საქმესთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეში კიდევ ოთხი ბრალდებულია, მათ შორისაა კომპანია ,,ფლეშ“-ის მფლობელი ბარსეღ ბეგლარიანი.
4 დეკემბერს, სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 38-179-ე მუხლის მე -3 ნაწილის 1-ლი პუნქტით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა ხელმოწერა ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, სარგსიანმა, რომელიც იკავებდა სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას, გამოიყენა რა თავისი თანამდებობა, 2013 წელს ორგანიზება გაუკეთა თანამდებობის პირთა ჯგუფის მიერ გაფლანგვის მოტივით განსაკუთრებით დიდი ოდენობით 489.160.310 სრ დრამის სახელმწიფოსგან მიტაცებას.