კულტურა

სომხეთის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა მოხიბლა გერმანელი მსმენელები

12 იანვარს, ბერლინის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამოვიდა სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი  სამხატვრო ხელმძღვანელის სერგეი სუმბატიანის ხელმძღვანელობით. ორკესტრის სოლისტი იყო მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე მაქსიმ ენგეროვი.

გერმანული აუდიტორია  აღფრთოვანებული იყო სომეხი მუსიკოსების მაღალი შესრულებით, ასევე ჯონ ტერ-თადევოსიანის 1959 წლის  სიმფონით. მიუხედავად იმისა, რომ   ეს სიმფონია ევროპული აუდიტორიისთვის ცნობილი არ იყო,  მაინც  ღრმა მოწონება  და  ქება დაიმსახურა.

სომეხმა მუსიკოსებმა შესძლეს    ბერლინის საკონცერტო დარბაზში თავიანთი ოსტატობით საუკეთესოდ წარმოადგინონ სომეხი ხალხის სიყვარული და პატივისცემა კლასიკური მუსიკისადმი.

აღსანიშნავია, რომ კონცერტებს მიუნხენში, შტუტგარტსა და ბერლინში  ორკესტრი ასრულებდა  2020 წლის ევროტურის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close