მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანს ზურგს უმაგრებს ხალხის ნდობა: გაზეთი “Berner Zeitung”

“სომხეთი აგემოვნებს რევოლუციის ნაყოფს”, – ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელსაც აქვეყნებს  შვეიცარიული გაზეთი “Berner Zeitung” .  ეს სტატიაა სომხეთში  არაძალადობრივი, ხავერდოვანი, დემოკრატიული  რევოლუციის შესახებ. ჟურნალისტი ფრან ნიჰუისენი აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი  უკვე  წელიწადნახევარია იბრძვის  კორუფციის წინააღმდეგ და დემოკრატიის დამკვიდრებისათვის.

”რევოლუციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, როდესაც ძალაუფლება მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ   ხმების 70 პროცენტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებში.  ამის შემდეგ იგი ცდილობდა კორუფციასთან ბრძოლას, რის შედეგადაც, სომხეთი ახალ ეპოქაში შევიდა, ხოლო სომხეთის მეორე პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, პატიმრობა ემუქრება.  დეკემბრის თვეში მის მიმართ გამოცხადდა სისხლსამართლებრივი დევნა, ხოლო მეორე პრეზიდენტი უკვე ზის გისოსებს მიღმა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოხსენიებულია სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ: ”სომხეთს ზღვაზე წვდომის საშუალება  არ აქვს, გარშემორტყმულია მტრულად განწყობილი ორი ქვეყნით, ესენია  თურქეთი და აზერბაიჯანი, ამ ქვეყანას მართავენ ავტორიტარული პირები, რომლებიც ჩაფლულნი არიან კორუფციაში და დაკავშირებულნი არაინ ოჯახური კავშირით“.

მსოფლიო ბანკი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ სომხეთი მომავალი წლისთვის თითქმის რვა პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ”საიდან მოდის ფული? ბევრი ტურისტი ჩამოვიდა, მათი უმეტესობა ირანიდან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთმა ასევე გააუმჯობესა თავისი საინვესტიციო გარემო. მთავრობა ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურაში, აშენებს სტრატეგიულ გზებს – ირანი-სომხეთი-საქართველო.   მაგრამ გზების მშენებლობა შეფერხებული იქნა  კორუფციული  სქემების გამო. გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა და ექიმების ხელფასები, გაიზრდება პენსიებიც. ეს გაზრდა გამოწვეულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავლის გაზრდის გამო. პრემიერ მინისტრის აზრით ეს განპირობებულია  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით ”, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button