საზოგადოება
გეღარქუნიქში გაიმართება „ლავაშის საერთაშორისო დღე“
2020 წლის აგვისტოს დასაწყისში გეღარქუნიქის სოფელ წაღკუნქში გაიმართება ღონისძიება “ლავაშის საერთაშორისო დღე”, რომელიც ტრადციად იქცევა და ყოველწლიურად ორგანიზებული იქნება მეტად საინტერესო პროგრამით. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო “არმენპრესი”.
ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის გეღარქუნიქის რეგიონის ხელმძღვანელთან გაიმართა თათბირი. ლავაშის ფესტივალზე გათვალიწინებულია მწარმოებლების ჩართვა, რომლებსაც საშუალება მიეცემათ რეალიზება გაუკეთონ თავიანთ პროდუქციას.