საზოგადოება

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები ქართულ კერძებს დააგემოვნებენ

ორგანიზატორებმა სტუდენტური მენიუსთვის არჩევანი ოთხ კერძზეაჯაფსანდალზე, ჩახოხბილზე, ხაჭაპურსა და ლობიოზე შეაჩერეს

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,    გერმანიაში კიოლნის უნივერსიტეტის კაფეტერიაში მთელი კვირის განმავლობაში ქართული კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, დაწერა უნივერსიტეტის ერთ–ერთმა სტუდენტმა თამარ კობახიძემ საკუთარ   Facebook–გვერდზე.

ამ კვირაში გერმანელი სტუდენტები შეძლებენ დააგემოვნონ აჯაფსანდალი, ჩახოხბილი, ხაჭაპური და ლობიო. ეს გახდა შესაძლებელი ქართული კულტურის დღების ფარგლებში, რომელიც ქართველი სტუდენტების გაერთიანება „აისის“ ორგანიზებით ტარდება. 

სასადილოში ფასები საკმაოდ დაბალია, ამიტომ თითოეული სტუდენტი და უნივერსიტეტის სტუმარი შეძლებს სრული ასორტიმენტის დაგემოვნებას.

კვირეული გაიხსნა ფოტოგამოფენით „ქართული ისტორიები“. ორგანიზატორებმა ქართველი, ირლანდიელი, ფრანგი, გერმანელი და პორტუგალიელი ფოტოგრაფების 270 ფოტოდან 52 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩიეს. თითოეული მათგანი იმყოფებოდა საქართველოში და საკუთარი ნამუშევრების საშუალებით  ქართული ყოველდღიურობა, კულტურა და ტრადიციები გადმოსცა.

ქართველი სტუდენტების გაერთიანება „აისი“ 2013 წელს სტუდენტ ნინო ბურდულაძის წყალობით გაჩნდა. ახლა გოგონა თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მისი დაწყებული საქმე კიოლნის უნივერსიტეტში კვლავ გრძელდება.

ქართული კულტურის კვირეული კიოლნის უნივერსიტეტში „აისის“ მიერ შვიდი წლის განმავლობაში ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენა გახდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე ქართველი ავტორების წიგნების პრეზენტაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button