პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი აპირებს ახალი პრეს-კონფერენციის ორგანიზებას

სომხეთის პრემიერ მინისტრმა გადაწყვიტა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს სიუნიქში უპასუხოს.
ერევანი, 16 იანვარი – Sputnik. 25 იანვარს სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრესკონფერენციას გამართავს. მან ეს განათავსა სოციალურ ქსელში ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
”მასმედიის ძვირფასო წარმომადგენლებო, გაცნობებთ, რომ ჩემი შემდეგი პრეს-კონფერენცია გაიმართება 25 იანვარს, 11:00 საათზე, სიუნქის რეგიონის ცენტრ კაპანში, კინოთეატრ S’UNIQUE- ს შენობაში (მისამართი: შაჰუმიანის 1)”, – წერს იგი.
აღსანიშნავია, რომ ფაშინიანმა წინა პრეს-კონფერენცია მოაწყო ვანაძორში, 2018 წლის 16 სექტემბერს.