მთავარისაზოგადოება

პრემიერ-მინისტრი სრულიად ჯანმრთელია და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება

ერევანი, 15 იანვარი, არმენპრესი. 12 იანვარს, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაიარა რიგითი ზოგადი გამოკვლევა  სამედიცინო ცენტრში ,,ნაირი“. ამის შესახებ ,,არმენპრესს“ განუცხადეს პრემიერ – მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.
”თქვენ შეკითხვაზე საპასუხოდ, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამედიცინო ცენტრში ,,ნაირი“ გაიარა რიგითი ზოგადი სამედიცინო გამოკვლევა. ყოვლისმომცველმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრემიერ- მინისტრი სრულიად ჯანმრთელია და ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აქვს”,- განაცხადეს დეპარტამენტში.

ნახეთ მეტი
Back to top button