პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთში ეროვნული უსაფრთხოების მთელი სისტემა ერთიანი ძალით მუშაობს

”ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მეზობელ რეგიონში სტაბილურობის დარღვევით.  ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ”- განუცხადა სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა  ჟურნალისტებს, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის მიმოხილვისას.

მან აღნიშნა, რომ სომხეთში ეროვნული უსაფრთხოების მთელი სისტემა მუშაობს ერთიანი ძალებით,  ასევე მუშაობენ ყველა პარტნიორთან, აქვთ სატელეფონო საუბრები, მუშაობს დიპლომატიური შემადგენლობაც.

„ისინი ჩვენი უშუალო მეზობლები არიან და ასევე გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენს უშუალო პარტნიორებს უთანხმოება აქვთ, რაც  გავლენას ახდენს რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე”, – თქვა მინისტრმა.

ზ. მნაცაკანიანმა  იმედი გამოთქვა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, მოლაპარაკების  გზითაა შესაძლებელი  სიტუაციის განმუხტვა  და  ესკალაციის თავიდან აცილება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close