
ერევანი, 16 იანვარი, / 24News /. სომხეთის მთავრობა განწყობილია აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთის ახალ მინისტრთა კაბინეტთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ინტეგრაციის გაღრმავებაში. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში, მიხეილ მიშუსტინის რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნასთნ დაკავშირებით.
”დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია გავამდიდროთ სომხეთ-რუსეთის მოკავშირეთა თანამშრომლობის დღის წესრიგი და ახალი სტიმული მივცეთ ჩვენი ქვეყნის ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველზე შექმნილ მრავალმხრივ თანამშრომლობას”, – აღინიშნება სომხეთის მთავრობის მეთაურის მილოცვაში.
ნიკოლ ფაშინიანმა მიხეილ მიშუსტინს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა საპასუხისმგებლო პოსტზე, ხოლო რუსეთის ძმურ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა.