ტიგრან სარგსიანი რუსეთის პრეზიდენტის აკადემიაში კათედრას უხელმძღვანელებს

ერევანი, 16 იანვარი, 24News:
რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული სახალხო ეკონომიკისა და საჯარო სამსახურის აკადემიაში, რომელიც უფრო ცნობილია როგორც საპრეზიდენტო აკადემია, გაიხსნა ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი კათედრა. როგორც იუწყებიან ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პრეს-სამსახურიდან, კათედრის დაარსების შესახებ შეთანხმებას მოსკოვში ,,გაიდარის ფორუმის“ ფარგლებში ხელი მოაწერეს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან სარგსიანმა და საპრეზიდენტო აკადემიის რექტორმა ვლადიმერ მაუმ.
”ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიასა და ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის დაწყებას. კათედრა დაკავდება სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით, სამართლის, ციფრული ეკონომიკის, სამიგრაციო პროცესების, საბაჟო საქმისა და სხვა დარგის სფეროებით”,- აღნიშნულია ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
”ჩვენ მადლობას ვუხდით ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას და პირადად ტიგრან სარგსიანს ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ეს არის პირველი დოკუმენტი კათედრის შესაქმნელად, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიამ ”,- აღნიშნა მაუმ.
სხვათა შორის, 1 თებერვლიდან ტიგრან სარგსიანი ტოვებს ევრაზიული ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის პოსტს და იგი უხელმძღვანელებს რუსეთის საპრეზიდენტო აკადემიაში შექმნილ კათედრას. ამის შესახებ მედიას განუცხადა აკადემიის რექტორმა.
სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანი არის ერთდროულად 5 უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ეს პრესტიჟული წოდება სარგსიანს სამეცნიერო სამყაროში მიენიჭა სტეფანაკერტის, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის, სანქტ-პეტერბურგის, რუსულ-ყირგიზულ სლავურ და გუმილოვის სახელობის ევრაზიის უნივერსიტეტების მიერ. ტიგრან სარგსიანი ასევე არის ეკონომიკის კანდიდატი.