პოლიტიკა

რას სწერს ამერიკელი კონგრესმენი გიორგი გახარიას – “გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო”

რეს­პუბ­ლი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა მარ­კუ­ე­ინ მა­ლინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა. მან წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

როგორც ambebi.ge გვაუწყებს, კონ­გრეს­მე­ნი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­დახ­ვე­ვი­თა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

“რო­გორც კონ­გრე­სის წევ­რი, გწერთ ჩემი შეშ­ფო­თე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის­გან გა­დახ­ვე­ვი­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო. მე ვუ­ერ­თდე­ბი კონ­გრეს­ში ჩემი კო­ლე­გე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის, ადამ კინ­ზინ­გე­რი­სა და გარი კო­ნო­ლის 3 დე­კემ­ბე­რით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილს თქვენს სა­ხელ­ზე, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია მათი შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად 1991 წელს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დგო­მი პროგ­რე­სი­სა, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ინ­დი­კა­ტო­რებ­ში მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია გა­მოვ­ლინ­და“,- წერს კონ­გრეს­მე­ნი.

კონ­გრეს­მე­ნის თქმით, სწო­რედ ამის შე­დე­გია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა. მას მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კომ­პა­ნია Frontera Resources ტე­ხა­სი­დან, რო­მე­ლიც შე­ვიწ­რო­ე­ბის ერთ-ერთი მსხვერ­პლი გახ­და.

მარ­კუ­ე­ინ მა­ლი­ნი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­კომ­პა­ნია “ფე­ის­ბუ­ქის“ მიერ მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვას.

“ცოტა ხნის წინ „ფე­ის­ბუქ­მა“ და­ხუ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ხედ­ვე­ბის ჩა­სახ­შო­ბად „კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ არა­ავ­თენ­ტურ ქცე­ვას“ მი­მარ­თავ­და და ან­ტი­და­სავ­ლურ გრძნო­ბებს ავი­თა­რებ­დნენ, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ“,-წერს ის.

წე­რი­ლის ბო­ლოს, კონ­გრეს­მე­ნი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ დარ­ჩე­ბა ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შე­წყვეტს აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ.

„ვი­მე­დოვ­ნებ, რომ თქვე­ნი მთავ­რო­ბა იმოქ­მე­დებს სწრა­ფად იმ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ასე იმ­სა­ხუ­რებს“, – წერს კონ­გრეს­მე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“.

ნახეთ მეტი
Back to top button