
სომხეთის რესპუბლიკის სამომხმარებლო ბაზარზე 12 თვიანმა ინფლაციამ (2019 წლის დეკემბრის 2018 წლის დეკემბერთან შედარებით) შეადგინა 0.7% , ხოლო წინა თვესთან შედარებით – 1.3%. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდს სომხეთის სტატისტიკური კომიტეტი.
2019 წელი იანვარ-დეკემბერში, სამომხმარებლო ფასების საშუალო ყოველთვიურმა ზრდამ შეადგინა 0.1%, რაც ანალოგიური მაჩვენებელია წინა წლის იგივე პერიოდისთვის.
რესპუბლიკის ყველა ქალაქში 2019 წელს დეკემბერში ნოემბეთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 1.1-1.7% -ით, ხოლო ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ჰრაზდანსა და არტაშატში. დედაქალაქში სამომხმარებლო ფასების დონე 1.1% -ით გაიზარდა.