შესაძლებელია სტრასბურგის მერად სომეხი ქალი იქნას არჩეული

სომხური წარმოშობის ფრანგი ეკოლოგი და პოლიტიკოსი ჟანა ბარსეგიანი, კენჭს იყრის სტრასბურგის მერობის პოსტზე, ამის შესახებ იტყობინება „რუსარმინფო“.
2019 წლის 5 ოქტომბერს სამოქალაქო ასამბლეამ აირჩია ბარსეღიანი, როგორც სტრასბურგის ეკოლოგიისა და მოქალაქეთა ბლოკის სიაში პირველი ქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის მარტის არჩევნებისათვის.
ჟანნა ბარსეღიანი დაიბადა პარიზის რეგიონში, მაგრამ 2002 წელს იგი საცხოვრებლად სტრასბურგში გადავიდა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.
იქ მან შეისწავლა ფრანკო-გერმანული სამართალი, გახდა იურისტ-ეკოლოგი. როგორც ეკო-აქტივისტი, ბარსეღიანი მონაწილეობდა მრავალ გარემოსდაცვით პროექტში. ერთ-ერთი მათგანია პროექტი „ცოცხალი რაინი“ , რომლის მიზანია მდინარე რაინის ეკოსისტემის გამოცოცხლება.
ჟანა ბარსეღიანი ასევე თანამშრომლობს სომხეთთან, ახორციელებს პროექტებს ეკოტურიზმის, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.