მთავარისაზოგადოება

ექიმი, რომელმაც ფაშინიანი გაათავისუფლა საშინელი ხველისგან, პარიზიდან სომხეთში გადადის საცხოვრებლად

საფრანგეთელი სომეხი ექიმი გევორგ აბგარიანი, რომელიც მკურნალობდა ფაშინიანს და გაათავისუფლა ის  ქრონიკული ხველისგან, 2020 წლის აპრილის თვეში პარიზიდან სომხეთში გადმოდის საცხოვრებლად. ამის შესახებ განაცხადა მან  გაზეთ „ჰაიკაკან ჟამანაკ“-თან ინტევიუში.

„ვისაც კი ვეუბნები სომხეთში ჩემი გადასვლის შესახებ ყველა გაკვირვებული მიყურებს, მაგრამ მე უკან არ ვიხევ, რადგანაც ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა“,  -ამბობს თვითონ  გევორგ აბგარიანი.

ექიმის თქმით, მან სერიოზულად დაიწყო ფიქრი გადმოსვლაზე, როდესაც იგი პირადად შეხვდა სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ხავერდოვანი რევოლუციის აქციების დროს, აქციების მაშინდელი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ფაშინიანი ლარინგიტით დაავადდა და ქრონიკული ხველა განუვითარდა. ბევრს აწუხებდა მისი ჯანმრთელობა, მაგრამ ადგილობრივმა ექიმებმა ვერ შეძლეს რესპუბლიკის ახალი ლიდერის განკურნვა და მხოლოდ გევორგ  აბგარიანმა შეძლო დახმარებოდა ფაშინიანს.  აბგარიანის მიერ დანიშნული  მკურნალობის კურსის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, ფაშინიანმა შეძლო ორსაათიანი სიტყვით გამოსვლა ყოველგვარი ხველის გარეშე.

ექიმი აბგარიანი  დაიბადა საფრანგეთში, ხოლო რევოლუციამდე მან მხოლოდ ერთხელ მოინახულა სომხეთი – 1988 წლის მიწისძვრის დროს ის იმყოფებოდა  ქვეყანაში, როგორც ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელი.

ნახეთ მეტი
Back to top button