საზოგადოება

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა დაბადების მოწმობაში ბავშვის სქესის აღნიშვნის შესახებ კანონპროექტი

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა  პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი

„სამოქალაქო მდგომარეობის  აქტების შესახებ“   სომხეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, სადაც შემოთავაზებული იყო აღენიშნათ ბავშვის სქესი  დაბადების მოწმობაში, ამის შესახებ 20 იანვრის სხდომაზე პროექტი წარადგინა ფრაქცია „განათებული სომხეთის“  დეპუტატმა არმენ ეღიაზარიანმა.

”ჩვენ ვთავაზობთ  დაბადების მოწმობას დაემატოს  სიტყვა  „ სქესი ”,  და სავალდებულო გახდეს დაბადების მოწმობაში ბავშვის სქესის აღნიშვნა.  სომხეთის მოქალაქეების დაბადების მოწმობის შესახებ კანონის თანახმად, სქესის აღნიშვნა სავალდებულო არ არის, რის შედეგადაც ჩვენს მოქალაქეებს უამრავი პრობლემა ექმნებათ, განსაკუთრებით უცხო ქვეყნებში. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს სხვა პრობლემებიც, როდესაც შეუძლებელია ბავშვის სქესის გარკვევა მხოლოდ სახელით. ”- თქვა ეღიაზარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button