სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი დავოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას.
საუბრის დროს მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაღალი დონის შეხვედრების ფონზე, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა შეიძინა პოზიტიური დინამიკა.
მხარეებმა ისაუბრეს სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
არმენ სარგსიანმა და გიორგი გახარიამ გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.