ეკონომიკამთავარი

„მაიკროსოფთი“ შესაძლებელია გახდეს „ატომის“ პარტნიორი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა  კომპანია „მაიკროსოფთის“ საერთაშორისო კომერციული ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტს ჯუდსონ ალთჰოფს.

როგორც „არმენპრესს“ განუცხადა  პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, შეხვედრისას შეეხნენ კომპანიასთან ურთიერთბების გაფართოებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხებს.

ჯუდსონ ალთოფის თქმით, მათი კომპანია დაინტერესებულია ATOM (Advanced Tomorrow) საპრეზიდენტო ინიციატივასთან თანამშრომლობით, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, მათემატიკური მოდელირებისა და სხვა მრავალი სფეროების შემუშავებით.

შეთანხმდნენ, რომ „მაიკროსოფთი“  შეიძლება იყოს საინტერესო პარტნიორი ზემოხსენებული საპრეზიდენტო პროგრამისთვის, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ დისკუსიებს და ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს უახლოეს მომავალში.

საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობასაც.

ნახეთ მეტი
Back to top button