მთავარისაზოგადოება

ეროვნულმა ასამბლეამ მთლიანად მიიღო კანონპროექტი „კანონიერი ქურდების შესახებ“

ერევანი, 22 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით და მთლიანად მიიღო კანონპროექტი კრიმინალური სუბკულტურის მქონე ჯგუფის და პირთა  “კანონიერი ქურდების შესახებ”. “არმენპრეს”-ის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ავტორობით  ,,სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ “კანონების პროექტების პაკეტი მიიღეს 73 მომხრე, 20 წინააღმდეგი და 15 თავი შეიკავა ხმათა რაოდენობით.

ფრაქციამ “განათლებულმა სომხეთმა”  განაცხადა, რომ თავს შეიკავებს კანონპროექტზე კენჭისყრისგან.

პროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კრიმინალური წოდების უმაღლესი სტატუსის მინიჭების ან მიღებისა ან შენარჩუნებისთვის, კრიმინალური სუბკულტურული ჯგუფის შექმნისა ან ხელმძღვანელობისათვის, კრიმინალური სუბკულტურის მატარებელ ჯგუფში მონაწილის ან  კრიმინალური წოდების უმაღლესი სტატუსის მქონე პირისთვის მიმართვისათვის – უკანასკნელების მიერ უკანონო გავლენის გამოყენების მეშვეობით მატერიალური ან არა მატერიალური სარგებელის ან სხვა უპირატესობის მისაღებად.

კრიმინალური სუბკულტურული ჯგუფის  შექმნა ან ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონებრივი კონფისკაციით ან მის გარეშე.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც განხორციელდა:

1) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პირის მიერ;

2) თანამდებობრივი პოზიციის გამოყენებით;

3) შეიარაღებულ ძალებში ან სხვა ძალებში სამხედრო მოსამსახურის მიერ;

4) არასრულწლოვნის ჩართვით;

5) კრიმინალური წოდების უმაღლესი სტატუსის მქონე პირის მიერ:

ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტი წლის ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button