
ბრიტანული The Economist Group წარმოადგენს Economist Intelligence Unit-ის (EIU) ერთ-ერთ განშტოებას კვლევისა და კონსულტაციის სფეროში. ამჟამად მან გამოაქვეყნა მოხსენება „დემოკრატიული ინდექსი -2019“, სადაც შესულია 165 ქვეყანა , მათ შორის სომხეთიც.
ამ მოხსენებაში მოცემულია დემოკრატიის მდგომარეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში. დოკუმენტის შედგენისას, ავტორებმა გაითვალისწინეს შემდეგი ხუთი ფაქტორი: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლებები, მთავრობის მუშაობა, მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკური კულტურა.
გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოავლინეს რეჟიმის ოთხი ტიპი: სრული დემოკრატია, დეფექტური დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.
ჩვენი ქვეყანა შედის ჰიბრიდული ქვეყნების ჩამონათვალში და გააუმჯობესა თავისი პოზიცია 2018 წელთან შედარებით, 103 – დან 86 – ე ადგილზე გადავიდა.
ჩვენი მეზობელი საქართველო ჰონდურასთან ერთად 89-ე ადგილს იწერს. თურქეთი 110-ე ადგილს იკავებს და შედის ჰიბრიდული სახელმწიფოების სიაში სომხეთთან და საქართველოსთან ერთად.
აზერბაიჯანი სიაში 146-ეა და ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში შედის.
რუსეთი და ირანი ასევე შევიდნენ ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში. რუსეთი იყოფს 134-ე პოზიციას კონგოს რესპუბლიკასთან, ხოლო ირანი 151-ე პოზიციაზეა.
პირველ ადგილზეა ნორვეგია, შემდეგ მოდის ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია, ფინეთი. ჩადი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩრდილოეთ კორეა სიაში ყველაზე ბოლოს არიან.