მთავარიპოლიტიკა

უშიშროების საბჭოს მდივანმა აუწყა სომხეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ

ერევანი, 23 იანვარი. ახალი ამბები-სომხეთი. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხუთშაბათს, სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა გადატრიალების განხორციელების მცდელობებზე.

”პერიოდულად, ე.წ. ოპოზიცია ან ყოფილი ხელისუფლება ცდილობენ შეტევას. ისინი იყენებდნენ როგორც ინსტრუმენტებს, ასევე ხალხს. უამრავმა ადამიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო, მიჰყვა მათ იდეებს და სცადა გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც. მაგრამ, შედეგად, მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას”,- აღნიშნა მან.

ამავდროულად, გრიგორიანმა უარი თქვა ვინაობების დასახელება, აღნიშნა, რომ ყველა მცდელობა აღმოფხვრილია და ამ მომენტში არანაირი საფრთხე არ არსებობს.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, ექვემდებარებოდნენ სანქციებს, მათ შორის სამსახურიდან განთავისუფლებას. მან ასევე აღნიშნა, რომ მასალების შესწავლა ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აუცილებლობის მიზნით.

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდები იქნა გამოყენებული, ყალბი ამბების გავრცელებიდან, მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების ცილისწამებამდე და მიწის გადაცემის განაცხადების გავრცელებამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button