პოლიტიკა

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ჩავუშოღლუ

არმენპრესი. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემადგენლობაში გაერთიანებას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ეს განცხადება გააკეთა 23 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც სიტყვით გამოვიდა დისკუსიის დროს თემაზე “ნატოს მომავალი”.

”მე არ მესმის, რატომ არ მივიწვიეთ საქართველო (ნატო)-ში ან არ მოვიმოქმედეთ ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის”, – აღნიშნა მან. ”საქართველოს ჩვენი საჭიროება აქვს, და ჩვენც გვჭირდება ასეთი მოკავშირე”. ამასთან დაკავშირებით, თურქეთი თვლის, რომ (ალიანსი) უნდა გაფართოვდეს, ხოლო საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა”.

,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ჩავუშოღლუმ გაზეთ Bild- სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მაშინ, როდესაც გერმანია და საფრანგეთი გვერდს უვლიან ამ საკითხს იმის გამო, რომ არ დაიძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. ”თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, როდესაც გერმანია და საფრანგეთი არ დგამენ ამ ნაბიჯს, იმის გამო, რომ ეშინიათ რუსეთის უკმაყოფილების”, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button