მთავარისაერთაშორისო

აპრილის თვეში დაიწყება ახალქალაქის ციხის აღდგენითი სამუშაოები

ახალქალაქის ციხე მრავალი წლის განმავლობაში დანგრეულ მდგომარეობაშია. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე  ცხოველები დადის და  ნაგავს ყრიან. 2020 წლის აპრილიდან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმავს ციხის აღდგენას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ Jnews- სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.

XI საუკუნის ახალქალაქის ციხე ყოველწლიურად უფრო და უფრო ნადგურდება.  ამჟამად უკვე მზად არის  ციხის შენარჩუნების პროექტი.

„ციხის აღდგენის პროექტი უკვე მზად არის, აპრილში დავიწყებთ ციხის ტერიტორიის გაწმენდას, შემდეგ განხორციელდება არქეოლოგიური შემოწმება და მონიტორინგი, რის შემდეგაც დაიწყება ციხის კონსერვაცია“, – თქვა ბექა ბარამიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ არქეოლოგებმა ჯერ უნდა შეისწავლონ ციხის ტერიტორია. ამჟამად მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც განხორციელდება  ციხის ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები.

ახალქალაქის ციხის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close