
სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ 2018 წელს გამოცემულმა ვერცხლის მონეტამ „ერევანი-2008“ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ მე -13 საერთაშორისო კონკურსზე “ფულის თანავარსკვლავედი -2019” მესამე ადგილი დაიკავა ნომინაციაში “წლის მონეტა“. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ცენტრალური ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
კონკურსში “ფულის თანავარსკვლავედი -2019” მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარადგინა 22 წვეყნის 33 ორგანიზაციამ. კონკურსზე წარმოდგენილი იქნა 2018 წელს გამოცემული 220-ზე მეტი მონეტა.
მონეტები შეაფასა საერთაშორისო ჟიურიმ.