
რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს თავმჯდომარის ტიგრან სარგსიანის სტოლიპინის მედლით დაჯილდოვების შესახებ.
„ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში არსებული დამსახურებისათვის დაჯილდოვდეს პირველი ხარისხის სტოლიპინის მედლით ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სურენის ძე სარგსიანი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სტლიპინის მედალი არის რუსეთის მთავრობის ჯილდო, რომელსაც სტოლიპინის სახელი მიენიჭა რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პიტერ არკადის ძე სტოლიპინის პატივსაცემად. მედალს გადასცემენ იმ პირებს, რომლებსაც დამსახურება მიუძღვით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, მათ შორის რუსეთის მთავრობის გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებაში ეროვნული ეკონომიკის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, მეცნიერება, განათლება, ჯანმრთელობა, კულტურა და ა.შ.