მთავარისაზოგადოება

სომხეთი აპირებს თანამშრომლობის განვითარებას „როსკოსმოსოსთან“ კოსმოსური კვლევის სფეროში

სომხეთი აპირებს აქტიურად განავითაროს თანამშრომლობა როსკოსმოსთან, კოსმოსური კვლევის სფეროში. ამის შესახებ განაცხადა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ  არშაკიანმა.

მისივე თქმით, ახლო წარსულში ბიურაკანის  ობსერვატორიაში გაიხსნა რუსეთის გლობალური სანავიგაციო სატელიტური სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება შემუშავებულ პროექტებთან დაკავშირება. ამ პროექტებს შორის, არშაკიანმა აღნიშნა დისტანციური ზონდირების ალგორითმების შემუშავება, რომელთა გამოყენება პრაქტიკაში შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების რუქაზე, წყლის რესურსების სტატუსის, საზღვრის მართვისთვის, ტყეების კონტროლისთვის და სხვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სფეროში დსთ-ს ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალია. „ეს საქმიანობა სომხეთში უნდა  დაიწყოს ნულიდან. კოსმოსური სფერო აქტიურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და სომხეთის შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს ძლიერი ინდუსტრიული სექტორი“,- თქვა მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან რესპუბლიკაში თანამგზავრების წარმოების, მათი სერტიფიკაციის, აგრეთვე სამომავლოდ საპროექტო გადაწყვეტილებების მქონე თანამგზავრების წარმოებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close