“ბეჭდების მბრძანებლის” სომეხი ვარსკვლავი BAFTA საპატიო პრიზს მიიღებს

ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემია (BAFTA) მსახიობს, რეჟისორსა და პროდიუსერს ენდი სერქისს საპატიო ჯილდოს გადასცემს ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, იუწყება The Hollywood Reporter-ი.
ჟურნალს მოჰყავს ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადება და აღნიშნავს, რომ სერქისმა, რომელმაც შექმნა ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა გოლუმი (“ბეჭდების მბრძანებელი” და “ჰობიტი”), კეისარი (“მაიმუნების პლანეტა”), კინგ კონგი (“კინგ კონგი”) და სნოუკი (“ვარსკვლავური ომები”), პიონერი გახდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა motion capture եւ performance capture და გააფართოვა სტანდარტები იმის შესახებ, თუ რა ითვლება მსახიობობად XXI საუკუნეში”.
BAFTA დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ლონდონის ალბერტ ჰოლში, 2020 წლის 2 თებერვალს. კანდიდატთა ვინაობა იანვრის დასაწყისში გამოცხადდა. პოტენციური პრიზების რაოდენობით ლიდერი გახდა ტოდ ფილიპსის ფილმი ,,ჯოკერი“.