მთავარისაზოგადოება

ეს თავხედური სიცრუეა; ექიმი ცოლაკ ჰაკობიანი პრემიერ-მინისტრის ნევროზული აშლილობის შესახებ

ნევროზების ცენტრის დირექტორი, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მთავარი ფსიქოთერაპევტი, ცოლაკ ჰაკობიანი უარყოფს რუსულ და სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მძიმე ნევროზული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და ის ქვეყნის ხელმძღვანელის მკურნალი ექიმია.

”ამ მომენტში მე არ ვარ სომხეთის რესპუბლიკაში და შემთხვევით ინტერნეტში წავიკითხე ეს ტყუილი ამბავი. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს პირადად ჩემთვის ან ჩემი კლინიკისთვის რაიმე  საკითხის გარშემო არასოდეს არ მიუმართავს. ის, რაც ინტერნეტში ვრცელდება, არის ყალბი ინფორმაცია, ეს არის თავხედური სიცრუე, აღგზნებული ტვინის ან ტვინების ავადმყოფური ფანტაზია, და რეალობას შეუსაბამო ბოდვითი ვარაუდი”,- წერს ცოლაკ ჰაკობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მანამდე, სააგენტო “ნოვი ვედომოსტის” ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია ნიკოლ ფაშინიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს აღენიშნება მძიმე ნევროზული აშლილობა.
წყაროში ასევე ნათქვამია, რომ ექიმი, რომელიც მას მკურნალობს, არის ცოლაკ ჰაკობიანი, ნევროზების ცენტრის დირექტორი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქოთერაპევტი.
ავტორი ასევე ახსენებს, რომ ნევრასთენიის დიაგნოზი დაუსვეს ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელსაც ნევროზული დაძაბულობის მოსახსნელი მედიკამენტები და დასვენება დაუნიშნეს.

ნახეთ მეტი
Back to top button