მთავარისაზოგადოება

იაპონიამ სომხეთს 22 სახანძრო მანქანა გადასცა

იაპონიის მთავრობის მიერ საგანგებო სიტუაციების სამინისტროსათვის  22 სახანძრო მანქანის  გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს ცოლაკიანი,  სომხეთში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯუნ იამადა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ფელიქს ცოლაკიანმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას მიზნობრივი და უანგარო დახმარებისთვის. “გრძელვადიანი და სპეციფიკური სომხურ-იაპონური თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ  ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის  განახლების ფარგლებში  სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტროს სამაშველო  სამსახურის შირაკის, ლორისა და სიუნიქის ოლქის  სამაშველო ქვეგანყოფილებებს  ტექნიკური აღჭურვილობისათვის გამოეყოთ დაახლოებით  1 მილიარდ 540 მილიონ იენის დახმარება“,- ხაზი გაუსვა ცოლაკიანმა.  

იაპონიის საგრანტო ხელშეკრულება სომხეთის მთავრობასთან ხელმოწერილი იქნა  2017 წლის 6 სექტემბერს და მიზნად ისახავს ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებას შირაკის, ლორისა და სიუნიქის რეგიონების სამაშველო ნაწილებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button