მთავარიპოლიტიკა

სერჟ სარგსიანისა და სხვების საქმე სასამართლოში გაიგზავნა

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა საბრალდებო დასკვნა სრ მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის საქმესთან დაკავშირებით და საქმე სასამართლოში გაგზავნა.

ამის შესახებ ”ფაქტინფოს” შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა სრ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა არევიკ ხაჩატრიანმა.

მესამე პრეზიდენტის საქმეზე წინასწარი გამოძიება წლის დასაწყისში დასრულდა. საქმით მოძიებული მტკიცებულებები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საკმარისად ჩათვალა, რომ საბრალდებო დასკვნა შეედგინა და საქმე სასამართლოში გადაეგზავნა. თანამდებობიდან გადამდგარ პრეზიდენტს დაახლოებით ნახევარი მილიარდი დრამის (ერთი მილიონი დოლარის) მიტაცების ორგანიზებისათვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წარუდგინა 2019 წლის 4 დეკემბერს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეირჩა ხელმოწერა გაუსვლელობის შესახებ.

სერჟ სარგსიანი ბრალს არ აღიარებს.

ნახეთ მეტი
Back to top button