მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა და საქართველომ უნდა გააერთიანონ ძალები

სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ორივე ხალხი ცხოვრობდა, მუშაობდა და წინ მიდოდა ერთად, ავითარებდნენ უნიკალურ კულტურებსა და ტრადიციებს, მნიშვნელოვანი  წვლილი შეჰქონდათ  მსოფლიო მემკვიდრეობაში.

ისინი ასევე ერთად ეწინააღმდეგებოდნენ უცხოელ დამპყრობლებს, რომლებიც ცდილობდნენ ორივე ქვეყნის დაპყრობას.

ახლა კი სომხეთი კარგავს კეთილმეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამასთან, ორივე ქვეყანას აქვს პრობლემები და სირთულეები, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროებში, გარდა ამისა, საქართველოს ჰქონდა კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტები უთანხმოების შედეგი იყო და სომხეთს საერთო არაფერი ჰქონდა ამ დაპირისპირებებთან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ჭორებს, რომლებსაც ავრცელებდნენ აზერბაიჯანული ვებ- საიტები aze.az და haqqin.az.

სომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანი ატარებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, უკანონოდ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს მოსაზღვრე  უძველესი სამონასტრო კომპლექსის  დავით გარეჯის მიმართ. ოფიციალურ ბაქოს ასევე აქვს პრობლემები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლოდროინდელი არალეგალური შეჭრისა  და ბაბაქიარის მთაზე (იხ. ფოტო)  სასაზღვრო  სამსახურის საყრდენი პუნქტის მშენებლობაზე,  ასევე  აღმოსავლეთით „წითელი ხიდისკენ“.

ქართველ საზოგადოებას ბაქოს ხელისუფლებისაგან დროდადრო მიეწოდება ეჭვები ჯავახეთის სომეხთა „სეპარატისტული“  განწყობის შესახებ და პარალელურად ბაქოში იბეჭდება რუკები  (მაგალითად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს  ოფიციალურ ვებგვერდზე modenovov.az.az  „ერევნის სახანოს“ ფიქტიური რუკა),  რომელზეც საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიები აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის.

ჯავახეთის სომხები ინტეგრირებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში და წარმოადგენენ ქართული სახელმწიფოს აქტიურ მასას, ამიტომ ბაქოდან წაქეზება და ყველა სახის მცდელობა, რომ გაავრცელონ უსაფუძვლო და გამოუსადეგარი სიყალბეები –  უშედეგოა.

ერევანსა და თბილისს აქვთ  შეხების ბევრი წერტილი  და ბევრი საერთო პრობლემა, ამიტომ აუცილებელია, რომ ორივე ქვეყანამ  გააერთიანოს ძალები და  განამტკიცოს კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობანი.

ნახეთ მეტი
Back to top button