არამ თანანიანი დაინიშნა სომხეთის საბაჟო ატაშედ ზემო ლარსში

არამ თანანიანი დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო ატაშეზედ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე. ზემო ლარსი მდებარეობს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ეს არის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც სომხეთს აკავშირებს რუსეთთან. როგორც სრ მთავრობიდან გვატყობინებენ არამ თანანიანის დანიშვნა მოხდა 30 იანვარს მთავრობის ხდომაზე.
როგორც სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა საბაჟო ატაშე იმუშავებს ზედა ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას არამ თანანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის საშემოსავლო კომიტეტმა მიიღო 5-წლიანი განვითარების სტრატეგია. „ჩვენი სისტემა მიზნად ისახავს ქვეყნის მთელი მიმოქცევის უზრუნველყოფას. ამის ფონზე, ჩვენ ვრცელდებით ჩრდილოეთისაკენ, სადაც ერთადერთი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი ლარსზე გადის. უკვე გვექნება შესაძლებლობა პირისპირ განვიხილოთ ყველა საკითხი, პრობლემები გადავჭრათ სწრაფად და ოპერატიულად. ჩვენ ლარსში გვექნება ჩვენი წარმომადგენლობა“, – თქვა მან.