საზოგადოება

აშშ იყენებს საქართველოს კავკასიაში პოზიციის გასამყარებლად: კუხო

აშშ და ნატო ცდილობენ, რომ საქართველო გადააქციონ  რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგე ინსტრუმენტად,  რაც ემახურება აშშ-ს კავკასიაში გავლენის გაძლიერებას. ამის შესახებ  კუხოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა განაცხადა ბიშკეკი-ერევანი-მინსი-მოსკოვის   ტელეხიდის დროს.

მისი თქმით, ეს გამოიხატება საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებით, ფინანსური, ტექნიკური და რესურსული მხარდაჭერით. „2019 წელს აშშ-სა და მისი ნატოს მოკავშირეების გემები არაერთხელ შევიდნენ ქართულ პორტებში, რაც საუბრობს მათ სწრაფვაზე კავკასიაში სამხედრო მოქმედებებისკენ. ასეთი ქმედებები აფერხებენ  რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცებას“, – თქვა სიდოროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button