სპორტი

„ის თითქოს მამამისის აჩრდილია მოედანზე“ – Pundit Feed-ი ჰენრიხ და ჰამლეტ მხითარიანების შესახებ

ფეხბურთისა და ფეხბურთელების შესახებ  მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგი, Pundit Feed–ი  შეეხო სომხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს ჰენრიხ მხითარიანს, სადაც ის  მკითხველებს მოუთხრობს ჰენრიხის მამის ჰამლეტ მხითარიანის შესახებ.

როგორც „არმენპრესი“  წერს,  მიმომხილველი ემინ ურკანი ციტირებს  ბენდ Mike +the Mechanic 1988 წლის სიმღერას «The Living years». სიმღერა ეხება მამას რომელიც, საკუთარ ახალშობილ შვილში ხედავს თავის მამას და წუხს, რომ ვერ მოასწრო ყველაფერი ეთქვა მისთვის. კერძოდ, ავტორი წერს: „ჩვენ ყველამ ვიცით ვინაა  ჰენრიხ მხითარიანი,  მაგრამ რა ვიცით მისი მამის  ჰამლეტ მახითარიანის შესახებ?” მიმომხილველი მოგვითხრობს, რომ ჰამლეტ მახითარიანი, რომლის ვაჟი  დიდი ფეხბურთელია სომხეთის ფარგლებს გარეთ, საბჭოთა კავშირში  იყო ფეხბურთელი  და ძალიან ადრე გარდაიცვალა. როგორც  მიმომხილველი აღნიშნავს: „ჰამლეტი იყო მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახე, რომელიც გულშემატკივრებისთვის ცნობილი იყო მისი დინამიური თამაშისა და სისწრაფის გამო. ზოგი მას რობერტო ბაჯოსაც კი ადარებდა“.

სტატიაში ასევე საუბარია ჰამლეტ მხითარიანის კარიერაზე  საფრანგეთში, სადაც იგი თამაშობდა სომხური დიასპორის მიერ შექმნილ კლუბში „ვალანსი“, რომელიც მიატოვა მას შემდეგ, რაც მას  კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.  ჰამლეტი  და მისი ოჯახი ერევანში გადავიდნენ. ის გარდაიცვალა 1996 წელს, 33 წლის ასაკში.

მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, მისმა ვაჟმა, ჰენრიხ მხითარიანმა, თავისი 17 წელი ერევნის „ფიუნიკის“  შემადგენლობაში აღნიშნა. „ჰენრიხი მამამისს ჰგავს სტილით და სიმაღლით, თითქოს ის ჰამლეტის აჩრდილია მოედანზე“.

სტატიაში ლაპარაკია  ჰენრიხ მხითარიანისა  და იური ჯორკაევის  ურთიერთობებზე, ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სომხური ჩამომავლობის ეს ფრანგი ფეხბურთელი  იყო მხითარიანისათვის მაგალითის მომცემი.

ნახეთ მეტი
Back to top button