
ევრაზიის ეკონომიკრი კავშირის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სარგსიანი, რომელიც თანამდებობას დატოვებს 31 იანვარს, ევრაზიის განვითარების ბანკის ციფრული ინიციატივების ფონდს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „არმენპრესის“ კითხვაზე უპასუხა ევრაზიის ეკონომიკრი კავშირის საინფორმაციო სამსახურმა.
„ამრიგად, ტიგრან სარგსიანი შეინარჩუნებს მაღალი რანგის საერთაშორისო თანამდებობის პირის სტატუსს. ფონდის მიზანია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მეურნეობების დიგიტალიზაციის პროცესების მხარდაჭერა. ეს ქვეყნები ევრაზიის განვითარების ბანკის წევრები არიან, ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ ზრდას და გააფართოოს მათ შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური კავშირი“, – აღნიშნავს ევრაზიის ეკონომიკრი კავშირის საინფორმაციო სამსახური.