საზოგადოება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს ჩინეთიდან სომხეთის მოქალაქეების გამოყვანის საკითხს

29 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავეტ ადონცი შეხვდა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩს ტიენ ერლუნს. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს  ახალი ტიპის კორნავივირუსის  ჩინეთში გავრცელების სიტუაცი. ამის შესახებ  იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ელჩმა ტიენ ერლუნს  ხაზი გაუსვა ჩინური მხარის მზადყოფნას, რომ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა სომხურ მხარესთან ახალი ტიპის კორონავიუსთან დაკავშირებით.

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთში სომხეთის საელჩოსთან  მუდმივი  კონტაქტით იმყოფება 400-მდე სომეხი  მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ ჩინეთის რესპუბლიკის სხვადასხვა   პროვინციებში და აქედან 7 მათგანი ამჟამად ჰუბეის შტატშია.  სომხეთის რესპუბლიკის საელჩო დასახავს ღონისძიებებს  შეძლებისდაგვარად რეაგირება მოახდინოს  სომხეთის  მოქალაქეების  კითხვებსა და  პრობლემებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ავეტ ადონცმა  ასევე დასძინა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა  სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია  ჩინეთის მთავრობასთან  და  სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ  საელჩოებთან,  სომხეთის  მოქალაქეების    გადმოყვანის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ადრე Tert.am აცნობეს, ახალი კოროვირუსებიდან დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 132-ს, ხოლო დაავადებით დაავადებულთა  – 5974-ს.  

ჩინელი  ინფექციოლოგები გვაფრთხილებენ,  რომ უჰანში,  ეპიდემიის ეპიცენტრში,  სიტუაცია უკვე კონტროლს არ ექვემდებარება.  ისინი პროგნოზირებენ, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინაა  და არ არის გამორიცხული, რომ ეპიდემიამ  პიკს მიაღწიოს შემდეგ თვეში.

ახალი  უცნობი ვირუსის შემთხვევები არაერთ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის აშშ-ში და ავსტრალიაში, უკრაინასა და სხვაგან.

ნახეთ მეტი
Back to top button