
2019 წელს სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეცხრედ აღიარებული იქნა ჰენრიხ მხითარიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია. ცნობაში აღნიშნულია, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეაჯამა „2019 წლის საუკეთესო მოთამაშეთა“ კენჭისყრის შედეგები. 109 ქულით პირველი ადგილი დაიჭირა სომხეთის ნაკრების კაპიტანმა და იტალიის „რომას“ ნახევარდამცველმა ჰენრიხ მხითარიანმა, ის მეცხრედ იქნა აღიარებული წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
104 ქულით მეორე ადგილზეა სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და გერმანიის „ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელი სარგის ადამიანი.
61 ქულით მესამე ადგილი დაიჭირა სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და ყაზახეთის „ასტანას„ თავდამსხმელმა ტიგრან ბარსეღიანმა.