საზოგადოება

102 – ე ბაზისა და სომხური ჯარების შეიარაღება მნიშვნელოვანი მიმართულებაა კუხო– ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად

სომხეთში  განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზისა   და სომხეთის შეარაღება  ზოგადად კუხო-ს  უსაფრთხოების გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

როგორც   “არმენპრესი”  იტყობინება,  30 იანვარს ბრიფინგის დროს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა კომენტარი გააკეთა აშშ-ირანის  დაძაბულობის ფონზე  თუ  რა ღონისძიებებს ატარებს რუსეთი.

„სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერება და სომხური ჯარების შეიარაღება შემთხვევითი არ არის“, – თქვა სიდოროვმა.

გენერალ-პოლკოვნიკ  ანატოლი სიდროვის თქმით, ორგანიზაციის წესდებასა  და სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ  სტრატეგიაში ნათქვამია,   რომ   კუხოს შესაძლებლობების განვითარების ძირითადი საშუალებაა  ეროვნული ჯარებისა და  ეროვნული ფორმირებების  გაძლიერება.

„განმტკიცების კიდევ ერთი ფაქტორი არის ორგანიზაციის ჯარების მომზადება კავკასიის რეგიონში. წელს რეგიონში დაგეგმილი გვაქვს არაერთი ოპერატიული ღონისძიება“,  – თქვა სიდოროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button