ამჟამად სომხეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დარეგისტრირებულა, ქვეყანას მალე ექნება დიაგნოსტიკური ტესტი

სომხეთმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ჩინურ კომპანიასთან და მალე მიიღებს ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულ ტესტს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხადა 31 იანვრის პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ გვაქვს სამედიცინო დიაგნოსტიკური ტესტების პრობლემა, ყველას აქვს პრობლემა, რადგან დაავადება ახალია და ტესტის ჩატარების ეტაპიც მხოლოდ ვითარდება. მაგრამ ამ დილით ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ჩინელ მწარმოებელთან, რომ მივიღოთ ეს ტესტი. ჩვენი საელჩო მიიღებს ამ ტესტებს რამდენიმე საათში და საჭიროების შემთხვევაში გამოაგზავნის მათ სომხეთში“,- თქვა თოროსიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ტესტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოვლენილია კლინიკური სიმპტომები, როდესაც მათ სურთ შედარება მოახდინონ სხვა დაავადებებთან. მინისტრი ირწმუნება, რომ დღემდე ორივე მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ არ აქვთ ახალი კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. მაშასადამე, 9 9.9% ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს რაიმე შემთხვევა სომხეთში, – დაასრულა მინისტრმა.