ეკონომიკამთავარი

ევროპელები გამოიყენებენ სომხეთის მზეს. საქმეში ჩაერთნენ რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რეგიონში პირველად დააფინანსებენ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას.

ერევანი Sputnik. სომხეთში რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის დელეგაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი გვინდაძემ 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციას განახორციელებს სამხრეთ კავკასიაში მზის ენერგიის უმსხვილეს პროექტში.

ბანკი მზის ელექტროსადგურის ,,მარსიკ 1”  მშენებლობაში ინვესტიციას განახორციელებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, რომელიც მსოფლიო ბანკის საინვესტიციო სტრუქტურაა. ”ჩვენ პირველად  ინვესტიციას განვახორციელებთ კავკასიაში მსგავს პროექტში და ვფიქრობთ, რომ სომხეთში მზის ენერგიის განვითარების სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. ჩვენ თვალს მივადევნებთ შესაძლო პროექტებს და მზად ვართ დავაფინანსოთ ისინი”,- აღნიშნა გვინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სადგურის ,,მარსიკ 1” მშენებლობა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მშენებლობისთვის, სევანის ტბის ნაპირზე მზის გამოსხივების მაღალი ინტენსივობის ადგილი შეირჩა. ის კონკურსით მოიგო ჰოლანდიურ-ესპანურმა კონსორციუმმა (FRV და FSL ​​კომპანიები), რომლებმაც სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზეს – 4.2 ცენტი (დაახლოებით 20 დრამი) 1 კილოვატ საათში. სადგურის სიმძლავრე იქნება 55 მეგავატი.

ნახეთ მეტი
Back to top button