
სომხურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის არმიის დღეს ვაშინგტონში სომხეთის საელჩოში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერმა.
ამის შესახებ წერს ამერიკის ხმა.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების აქტიურად განვითარებადი თანამშრომლობა იმედისმმომცემია. ჩვენთვის საპატიოა, სომხეთიდან სამხედრო განათლების მისაღებად სტუდენტების მიღება. გარდა ამისა, წელს ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობის განვითარებას სომხეთის თავდაცვის კვლევის ეროვნულ უნივერსიტეტთან, ასევე ვაგრძელებთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი და მომავალი ლიდერების აღზრდას”- თქვა ლორა კუპერმა.
კუპერის თქმით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება ემყარება სომხეთსა და კანზასის შტატს შორის არსებულ პარტნიორობას. „კანზასთან არსებული პროგრამა საშუალებას იძლევაგაფართოებული იქნას ურთიერთობები ნატოსა და სომხეთს შორის, ასევე გაუმჯობესებული იქნას სომხეთის თავდაცვის სფერო.
სომხეთის არმიის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებისას სიტყვით გამოსულმა აშშ-ში სომხეთის ელჩმა ვარუჟან ნერსესიანმა ილაპარაკა სომხეთ-ამერიკული სამხედრო პარტნიორობის შესახებ და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ კონტექსტში.
„გასულ წელს დაწყებული სტრატეგიული დიალოგი სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პლატფორმას ქმნის გაფართოებული მოლაპარაკებებისათვის, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობის სფეროშიც“, – თქვა ვარუჟან ნერსესიანმა.