მთავარიპოლიტიკასაზოგადოება

სრ-ში კორონავირუსის შემოტანის პრევენციისათვის გაძლიერებული კონტროლია აეროპორტ ,,ზვართნოც”- ში

არმენპრესი. კორონავირუსის შეღწევადობის თავიდან ასაცილებლად, სომხეთში ჩამოსული ყველა მგზავრის ტემპერატურა იზომება დისტანციურად, მიუხედავად იმისა, თუ საიდან ჩამოდიან ისინი და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს.
“არმენპრეს”-ის უწყებით, ამის შესახებ აცნობებს ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციის საერთაშორისო აეროპორტ ,,ზვარტნოც”-ის სამედიცინო-ეპიდემიოლოგიური საკონტროლო პუნქტის ექიმი ჰაიკ კარაპეტიანი.
”განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთიდან სომხეთში ჩამოსულ მგზავრებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. ჩვენ წინასწარ გვაქვს მათი სიები. ჩვენ ვატარებთ სომხეთში ჩამოსული ყველა მგზავრის სიცხის გაზომვას, ასევე ანტიეპიდემიურ  კომპლექსურ ღონისძიებებს. ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, აღმოვაჩენთ და ვაცნობებთ ჯანდაცვის სამინისტროს”,- აღნიშნა კარაპეტიანმა და დასძინა, რომ შემდგომ ზედამხედველობას  ახორციელებენ აღნიშნული უწყებები. მისი თქმით, ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების უმეტესი ნაწილი სომხეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იმყოფებოდნენ ამ ქვეყანაში.
ექიმი-ეპიდემიოლოგი ხაზს უსვამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი ეჭვმიტანილი იქნება კორონავირუსით დაინფიცირებაში, მაშინ ხდება მისგან ნიმუშის აღება, და იგი გაიგზავნება თანამშრომელი ქვეყნების სხვა ლაბორატორიებში, რათა დადგინდეს ინფიცირებული არიან თუ არა ისინი.
ჩინეთში ახალი კორონავირუსული პნევმონიით ინფიცირებულთა რიცხვი 7711-მდე, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. მხოლოდ 29 იანვარს, ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 1737 ახალი შემთხვევა და 38 ფატალური დასასრული. 29 იანვრის საღამოს მდგომარეობით, ჰუბიის პროვინციაში მინიმუმ 162 ადამიანი დაიღუპა. 30 იანვარს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავადმყოფობის სავარაუდო შემთხვევების რაოდენობამ 12 167 მიაღწია. ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა 88 693 ადამიანს, მათგან 81 947 იმყოფება სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

ნახეთ მეტი
Back to top button