მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანისა და მიშუსტინის პირველი შეხვედრა ერთობლივი სელფით დაიწყო

პირველი შეხვედრა ფაშინიანსა და მიშუსტინს შორის ერთობლივი სელფით დაიწყო.

ალმატიში დაიწყო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა რუს კოლეგასთან მიხაილ მიშუსტინთან. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მიშუსტინი დაინიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრად. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი სელფი გააკეთეს.

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ს მიულოცა რუსეთის მთავრობის უფროსად დანიშვნა. ”ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება დაგეგმილის მიხედვით, ძალიან კარგად. სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს უახლოვდება ორ მილიარდს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 2020 წ ელს ეს დინამიკა შენარჩუნდება”,- ”არმენპრეს”-ის ცნობით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ისინი ასევე შეხვდებიან ერევანში, რადგან ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს ერთ-ერთი სხდომა სომხეთის დედაქალაქში გაიმართება.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა აღნიშნა, რომ სომხეთი და რუსეთი ძალიან ახლოს და მოკავშირეები არიან. ”რუსეთი არის სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რუსეთის ახალი მთავრობა განწყობილია კონსტრუქციული პარტნიორობისთვის”, – აღნიშნა მან.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ყაზახეთში ესწრებიან ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომას.

ნახეთ მეტი
Back to top button