მთავარისაზოგადოება

ლარსის გზა დახურულია ყველა სახის მანქანებისთვის. რუსეთის მხრიდან 100 სატვირთო და 20 სამგზავრო მანქანაა გაჩერებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის  კრიზისების მართვის ცენტრის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის გზა დახურულია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის  კრიზისების მართვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან 100 სატვირთო და 20 სამგზავრო მანქანაა გაჩერებული.
მძღოლებს ურჩევენ იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

ნახეთ მეტი
Back to top button