მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და მოლდოვას პრემიერ მინისტრები სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობას ხედავენ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ალმატიში შეხვდა მოლდოვას პრემიერ-მინისტრ იონ კიკუს, ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის აპარატი.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სავაჭრო ბრუნვის დონის ამაღლება.

სიტყვით გამოსვლისას, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვას აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, და სომეხი წარმომადგენლების ინიციატივის გათვალისწინებით, შეიძლება ამ შესაძლებლობის ძალიან კარგი გამოყენება. ”ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ურთიერთქმედების სტიმულირება სხვადასხვა მიმართულებებით  და მას მივცეთ ახალი იმპულსი. მე ასევე ვფიქრობ, რომ უნდა განახლდეს მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, რომელიც კარგი პლატფორმაა საკითხებისა და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების განხილვისათვის”- აღნიშნა იონ კიკუმ.

სომხეთისა და მოლდოვის პრემიერ მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი.

იონ კიკუმ  ნიკოლ ფაშინიანი  მოლდოვაში მიიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button