მთავარიპოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი არტაკ დავთიანი ეწვია კომპანიას “UAVLAB”

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი არტაკ დავთიანი ეწვია უპილოტო საჰაერო ხომალდების სამამულო წარმოების ერთ-ერთ ლიდერკომპანიას “UAVLAB”.
გენერალ-ლეიტენანტი არტაკ დავთიანი გაეცნო კომპანიის ახალი პროდუქციის ასორტიმენტს და განიხილა თანამშრომლობის შემდგომი შესაძლებლობები. კომპანიის დამფუძნებელ-დირექტორმა არმენ ვარდანიანმა წარმოადგინა ახალი შემუშავებული მოდელები, რომლებსაც ჯერ გამოცდის ეტაპი აქვთ გასავლელი. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ასევე წარუდგინეს შეიარაღებულ ძალებთან მოთანამშრომლე სხვა  კომპანია ,,ლოკატორ“-ის მიერ წარმოებული ავტომატური ცეცხლის წერტილის და მუხლუხა უნივერსალური პლატფორმის ნიმუშები. გენერალ-ლეიტენანტმა არტაკ დავთიანმა მოისმინა კომპანიის წარმომადგენლების წინადადებები და განიხილა თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

ნახეთ მეტი
Back to top button