კულტურამთავარი

ტკბილი ღვინიდან – ხავერდოვან რევოლუციამდე: BBC– ი სომხეთის შესახებ

„ნამდვილად ღვინომ მოახდინა რევოლუცია სომხეთში?“ – ასე სათაურდება  პოპულარული  «BBC»-ის სტატია, რომელიც მიეძღვნა  ერევანსა და სომხეთის ისტორიას.  

სტატია იწყება ერევნის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის, სარიანის ქუჩის აღწერით, რომელიც იზიდავს ღვინის მოყვარულებს. ავტორი წარმოგიდგენთ სომხეთის მდიდარ გამოცდილებას ღვინის ისტორიაში, არენში დაცულ  ღვინის ტრადიციებს, მეღვინეობის უძველეს ადგილებს.  აღნიშნულია, რომ თუ სომხეთი ადრე ყურადღებას ამახვილებდა  კონიაკზე, ბოლო წლებში აქცენტი გაკეთდა ღვინოზე, ღვინის მწარმოებლებმა დაამტკიცეს, რომ სომხეთს ძალუძს მსოფლიოს წარუდგინოს მაღალი ხარისხის ღვინო.

ეხება რა სომეხთა მასობრივ მკვლელობებს ოსმალეთის იმპერიაში, საბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში  ავტორი ასევე წერს  ჩაკეტილ  საზღვრებზე თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

ავტორი იხსენებს, რომ 2018 წელს The Economist- მა სომხეთი წლის ქვეყანად გამოაცხადა. ამ კონტექსტში, ის იხსენებს  2018 წლის პოლიტიკურ მოვლენებს, როდესაც ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა სომხეთის თითოეულ ქალაქში.

„პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც რევოლუციის ცენტრალური ფიგურა იყო 2018 წლის დეკემბრის არჩევნებში  ხმების 70,4 პროცენტი მიიღო. ბევრს მიაჩნია,  რომ სერიოზული რეფორმები შესაძლებელია  მმართველ წრესა  ხალხს შორის ბარიერის  აღების შემდეგ“, – წერს ავტორი და უმატებს, რომ სომეხთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის  გაიხსნა პარლამენტისა და სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის კარები.  

ნახეთ მეტი
Back to top button